სიამაყით წარმოგიდგენთ ჩემი ევროპული სკოლის ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის ლაბორატორიებს!
წელს ჩვენს სივრცეში პირველად შემოაბიჯებენ მაღალი საფეხურის მოსწავლეები, გადავწყვიტეთ, განსაკუთრებულად დავხვდეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
დიდი თავგადასავალი იწყება!
სასკოლო ლაბორატორიებში მოსწავლეები:
შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს;
ჩაატარებენ კვლევებს;
დააკვირდებიან კვლევის შედეგებს;
მოამზადებენ პრეზენტაციებს და სასწავლო პროექტებს.

ჩემი ევროპული სკოლის ლაბორატორიები, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსით, ხელს შეუწყობს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სწავლების დონის ამაღლებას და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესებას.

საბუნებისმეტყველო გაკვეთილები სპეციალურ კაბინეტებში ჩატარდება და მოსწავლეები თვალსაჩინოებებით, საილუსტრაციო მასალებითა და ლაბორატორიული ხელსაწყოებით, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ცოდნასაც შეიძენენ.

#სასკოლოლაბორატორიები
#ქიმია
#ბიოლოგია
#ფიზიკა