სანამ ანიმეებზე გადავიდოდე, მინდა გაგაცნოთ, როგორ და საიდან დაიწყო ყველაფერი.
ანიმე (იაპონ . アニメ) შეიქმნა იაპონიაში 1907 წელს. ეს ვიზუალური ხელოვნება განკუთვნილია ყველა ასაკის მაყურებლისთვის.
ანიმეს წინ უძრვოდა მანგა — იაპონური სტილის ილუსტრირებული კომიქსი, რომელიც ხშირადსაფუძვლად უდევს ანიმეს სიუჟეტურ და ვიზუალური თხრობას.
ანიმეების სამყაროში არსებობს სხვადასხვა ჟანრები: საბრძოლო ხელოვნება, კომედია, ფანტასტიკა, რომანტიკა, დეტექტივი, სპორტული, ისეკაი და რეინკარნაცია.
დღეს ანიმეს ყურება ძალიან მარტივია და ყველაზე კომფორტულად შეგიძლიათ იხილოთ ამსაიტებზე: Konogima.com, Animeb.ge და Mykadri.
ახლა კი გაგაცნობთ ჩემს სამ საყვარელ ანიმეს და აგიხსნით, თუ რატომ ღირს მათი ნახვა:
1. Demon Slayer
ჟანრი: საბრძოლო ხელოვნება, ისეკაი
ვისაც სამურაები უყვარს და ფენტეზის სამყაროს ეძებს – ეს ანიმე ზუსტად მათთვისაა.
მოკლე აღწერა:
მთავარი გმირი, ტანჯირო, იმ დღიდან იცვლება, როცა დემონები მის ოჯახს ამოწყვეტენ.
ის იწყებს საშიშ და ძლიერ მოგზაურობას, რათა იპოვოს სამართლიანობა და გადაარჩინოს თავისი და – ნეზუკო, რომელიც თავადაც დემონად იქცა, თუმცა ინარჩუნებს ადამიანურ გრძნობებს.
თემა, ვიზუალი და ემოციები ამ ანიმეში დაუვიწყარია.

2. Blue Lock
ჟანრი: სპორტული, ფსიქოლოგიური
ამ ანიმეში ნახავთ იმას, რაც ჩვეულებრივ სპორტულ სერიალებში არ არის — დაძაბულობას, კონკურენციას და მოულოდნელ შედეგებს.
მოკლე აღწერა:
იაპონია გადაწყვეტს შექმნას სრულყოფილი თავდამსხმელი და ამისთვის იწყება პროექტი სახელად – “Blue Lock”.
აქ იკრიბება 300 ახალგაზრდა ფეხბურთელი, მათ შორის იოიჩი ისაგი — ბიჭი, რომელსაც სურს გახდეს ნომერ პირველი.
მოწოდება ერთია: მხოლოდ ერთი დარჩება, დანარჩენები კარიერას გამოეთხოვებიან.
ეს ანიმე შთაგაგონებს, გასწავლის აზროვნებას და გიბიძგებს უკეთ გახდე.

3. Dragon Ball
ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, საბრძოლო ხელოვნება
ლეგენდარული სერია, რომელიც ყველა ასაკის მაყურებლისთვის ერთნაირად გასართობია.
მოკლე აღწერა:
ისტორია იწყება გოკუს თავგადასავლებით, რომელიც ძლიერი მეომარია და სამყაროს გადარჩენა მისი მიზანია.
გოკუ გზად უამრავ მეგობარს იძენს, ებრძვის ძლიერ მოწინააღმდეგეებს და თანდათან ვითარდება, როგორც პერსონაჟი.
ეს ანიმე გაერთობს, დაგამახსოვრებს იაპონურ სიტყვებს, გაგაცნობს ლეგენდებს და მიგახვედრებს, რომ ბრძოლა ყოველთვის მხოლოდ ფიზიკური არ არის — მთავარი შინაგანი ძალაა.

ბლოგი მოამზადა ჩემი ევროპული სკოლის მოსწავლემ – ნიკა შიხაშვილმა.
#ანიმე #მოსწავლისბლოგი #DemonSlayer #BlueLock #DragonBall