ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის ლაბორატორიები გავხსენით

👩‍🔬 სიამაყით წარმოგიდგენთ ჩემი ევროპული სკოლის ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის ლაბორატორიებს! 

წელს ჩვენს სივრცეში პირველად შემოაბიჯებენ  მაღალი საფეხურის მოსწავლეები, გადავწყვიტეთ, განსაკუთრებულად დავხვდეთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებულ მოსწავლეებს.

✨ დიდი თავგადასავალი იწყება! 

სასკოლო ლაბორატორიებში მოსწავლეები:

◽შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს;
◽ჩაატარებენ კვლევებს;
◽დააკვირდებიან კვლევის შედეგებს;
◽მოამზადებენ პრეზენტაციებს და სასწავლო პროექტებს.

🔬 ჩემი ევროპული სკოლის ლაბორატორიები,  შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსით, ხელს შეუწყობს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სწავლების დონის ამაღლებას და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესებას.

🩻 საბუნებისმეტყველო გაკვეთილები  სპეციალურ კაბინეტებში ჩატარდება და მოსწავლეები თვალსაჩინოებებით, საილუსტრაციო მასალებითა და ლაბორატორიული ხელსაწყოებით, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ცოდნასაც შეიძენენ.

#სასკოლოლაბორატორიები
#ქიმია
#ბიოლოგია
#ფიზიკა

გაზიარება: